იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში ხანძარს ისევ ებრძვიან

იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში ხანძარს ისევ ებრძვიან. ხუთის ლოკალიზება კი გვიან ღამემდე მოხერხდა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში იყო, სადაც მოსახლეობაში ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა.

ადგილზე 40-ზე მეტი მეხანძრე მაშველი მუშაობდა და ხანძრის ლოკალიზება მათი ძალისხმევით დროულად მოხერხდა.

ამ წუთებში ხანძარს ებრძვიან საჩხერეში, ჭიათურასა და ხარაგაულში, სადაც ცეცხლი მიუვალ ადგილებში გაჩნდა.

5 იანვარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძრის ოთხი ახალი კერა გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშისაშობაო მსახურებას ილია მეორე აღასრულებს
შემდეგი სტატიაცესკო – „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სიიდან სამი ადამიანის გარდა, ყველა წევრი ჩახსნილი ჰყავდა