„ცენტრ პოინტ აჭარის“ გაყიდვების მენეჯერის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

„ცენტრ პოინტ აჭარის“ გაყიდვების მენეჯერს სალომე ჩარკვიანის ოჯახმა და ახლობლებმა განცხადება გააკეთეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“გვინდა განცხადება გავაკეთოთ იმის თაობაზე, რომ ჩარკვიანების ოჯახი ემიჯნება “ცენტრ პოინტის” ხელმძღვანელობის მიერ ამ თემის პოლიტიზირებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეულ პერიოდში სალომე ჩარკვიანი მართლაც მუშაობდა კომპანია “ცენტრ პოინტის აჭარის” ფილიალის შპს “მაგნოლიის” დირექტორის თანამდებობაზე. გვინდა, ხაზი გავუსვათ რომ სალომე ჩარკვიანს “ცენტრ პოინტის” სხვა არცერთ მშენებლობასთან კავშირი არ აქვს გვინდა აღვნიშნოთ რომ ის მოქმედებდა ცენტრ პოინტის დამფუძნებლების პირადი მითითებებით, რომლის შედეგადაც მოხდა შპს “მაგნოლიის” გარკვეულ დოკუმენტაციაზე ხელის მოწერა და გამოტანილ იქნა ფულადი თანხები. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს თანხები მოხმარებულ იქნა დამფუძნებლების მიერ მათი შეხედულებისამებრ, ისე რომ სალომე არ იყო საქმის კურსში სად და როგორ იხარჯებოდა ეს თანხები. გვინდა აღვნიშნოთ, რომ სალომე არ გაქცევია პასუხისმგებლობას და დღესაც მზად არის, რომ ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოებთან.
ამ თანხებს სრულად განკარგავდნენ “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები. სალომეს არ ჰქონია ხელფასის გარდა არანაირი შემოსავალი. ზოგ შემთხვევაში სალომე აწერდა ხელს, ზოგ შემთხვევაში ჰქონდათ სალომეს ფაქსიმილია, რითაც თვითონ ურტყავდნენ დოკუმენტს. ამის დადგენა ეხლა ცოტა რთულია, იმიტომ რომ საქმე ეხება ძალიან ბევრი წლების წინ, დაახლოებით 2005 წლის გარშემო მომხდარ მოვლენებს,”- განაცხადა სალომე ჩარკვიანის ოჯახის ახლობელმა თამაზ გამცემლიძემ.

banner
წინა სტატიაშილეონიდ ჩერნოვეცკის შვილი სტეპან ჩერნოვეცკი დააკავეს
შემდეგი სტატიაიმ შემთხვევაში თუ პრორუსული ძალები არ გაიმარჯვებენ, 8 ოქტომბრის შემდეგ ისევ თინიკო იქნება თავდაცვის მინისტრი?”