იმ შემთხვევაში თუ პრორუსული ძალები არ გაიმარჯვებენ, 8 ოქტომბრის შემდეგ ისევ თინიკო იქნება თავდაცვის მინისტრი?”

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი თამაზ მეჭიაური, თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თუ არჩევნებში პრორუსული ძალები არ გაიმარჯვებენ, ის ისევ თავდაცვის მინისტრი იქნება. დეპუტატის თქმით, თუ ვინ დაინიშნება თავდაცის მინისტრად არჩევნების შემდეგ ეს არა ხიდაშელის არამედ იმ ძალის გადასაწყვეტია, რომელიც არჩევნებს მოიგებს.

“იმ შემთხვევაში თუ პრორუსული ძალები არ გაიმარჯვებენ, 8 ოქტომბრის შემდეგ ისევ თინიკო იქნება თავდაცვის მინისტრი? ეს თქვა? და მოიცა კვირიკაშვილმა ეგ დაადასტურა? ხიდაშელმა რა თქმა ეს ცალკე თემაა. თუ “ქართული ოცნება” გამარჯვების ამ შემთხევაში კვირიკაშვილის გადასაწყვეტი უნდა იყოს ვინ იქნება მინისტრი და არა თინიკოსი. ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.. თუ თავიდანვე ამ განცხადებას აკეთებს თინია ის ამით ამბობს, რომ უკვე ისეთი არჩევანი გაკეთდება როცა ის გადაწყვეტს სად იყოს, იმიტომ, რომ სხვანაირად ის როგორ უნდა გახდეს თავდაცვის მინისტრი. თუ ამ პროგრამით მოდის “ქართული ოცნება”, რომ გამარჯვების შემთხვევაში თინამ უნდა გადაწყვიტოს ვინ სად იქნება, მაშინ შემირცხვენია ის ხალხი, რომელიც “ქართულ ოცნებას” აირჩევს”, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

banner
წინა სტატიაში„ცენტრ პოინტ აჭარის“ გაყიდვების მენეჯერის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: ყველა ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად მოდის, კვლავ ამ გუნდში ვიქნებით