ცაბაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

4 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური. ამ დროისთვის, ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს და ამით ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება.

აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განახორციელა – დაზიანებული წყლის მილები ახლით შეცვალა, რის შემდგომაც გამგეობამ ასფალტის საფარის მოწესრიგება დაიწყო.

ასფალტის მოწესრიგების სამუშაოებს შპს „ჯე-ბილდინგ გრუპი“ 250 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

ცაბაძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : წლის ბოლომდე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 70 კილომეტრს გავხსნით
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია კონგრესმენ მალენის წერილზე – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს