გიორგი გახარია კონგრესმენ მალენის წერილზე – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს

საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენ მარკუეინ მალენის სტატიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული და დაფასებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ.

„საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები. ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რომელიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ბოლო პერიოდშიც, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიცაბაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : სასურველია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტისას პირადი ინტერესები მეორე პლანზე გადადოს