ბჟანია რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „აფხაზეთის ტელევიზიასთან“ საუბარში კომენტარი გააკეთა სოხუმის აეროპორტის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით და ამასთან, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაც შეაფასა.

„რაც შეეხება საჰაერო კომუნიკაციებს, (რუსეთთან) ამ კუთხით ჩვენც ვმუშაობთ, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო კომუნიკაციის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების დოკუმენტი უნდა გაფორმდეს. სანამ ჩვენ ამით ვიყავით დაკავებული, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინეს. ამას ჩვენზე არანაირი გავლენა არ აქვს, ეს მხარეების საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო კომუნიკაცია იყოს ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ საკითხს მოვაგვარებთ. არის სირთულეები, არის დაბრკოლებები, მაგრამ მუშაობა მაინც გრძელდება“, – თქვა ბჟანიამ.

banner
წინა სტატიაშიაჯენტო – თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია
შემდეგი სტატიარუსულმა ძალებმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს