პაატა ბურჭულაძის სარჩელზე, რომლითაც ის შალვა რამიშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, სასამართლომ ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე გზირიშვილმა ბურჭულაძის არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ბურჭულაძე “პოსტივისგან” მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ 100 000 ლარს ითხოვდა, ხოლო რამიშვილისგან – 50 000 ლარს.
ბურჭულაძე სადაოდ ხდის რამიშვილის მიერ “პოსტივის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს საოპერო სცენის ვარსკვლავი ქველმოქმედებისთვის მისივე სახელობის ფონდში შეგროვებულ თანხებს ითვისებდა. ბურჭულაძის თქმით, ამ უსაფუძვლო ცილისწამებას ერთადერთი მიზანი ჰქონდა – მისი რეპუტაციის დაზიანება.
ბურჭულაძის ადვოკატები საქალაქოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ, ხოლო მას შემდეგ რაც ქვეყნის შიგნით ყველა ინსტანციას ამოწურავენ, საქმეს სტრასბურგში წაიღებენ.