ბურჭულაძის პარტია თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისათვის” ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივანი და ამავე პარტიის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ პინაიშვილი პარტიას ტოვებს.

მისი განცხადების თანახმად, აღნიშნული პარტიის ხელმძღვანელობა შემჩნეულია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან აქტიურ კავშირში, ისინი ასევე აწარმოებენ მოლაპარაკებებს გაერთიანებაზე “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან, პარტიის ხელმძღვანელობას ასევე გააჩნია საკმაოდ დიდი ფინანსური დავალიანება ოფისის 180 თანამშრომლის მიმართ.

“მე როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივანი, არავის ჩაუყენებივარ საქმის კურსში “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან, “გირჩთან” და “ახალ საქართველოსთან” გაერთიანების შესახებ და არც აზრი უკითხავს არავის. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ავანტურასთან პაატა ბურჭულაძის სახით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე მე და ჩემი თანაგუნდელები ვემიჯნებით “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებთან კავშირს და პაატა ბურჭულაძის მხრიდან თავისი პარტიის წევრების მიმართ უპასუხისმგებლო, დამამცირებელ და ავანტიურისტულ დამოკიდებულებას, რის გამოც ვტოვებ ჩემს გუნდთან ერთად აღნიშნულ პარტიას”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ზურაბ პინაიშვილი აცხადებს, მან პარტიაში 180-მდე ადამიანი მიიყვანა და მათ უმრავლესობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, პარტიის დატოვების შესახებ.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია: არ მესმის სხვადასხვა პლატფორმის პოლიტიკური ძალები რატომ ერთიანდებიან
შემდეგი სტატიადღის ბოლომდე გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა პაატა ბურჭულაძის პარტია “ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის” შეთავაზებას