ბულგარელი მფრინავები უარს აცხადებენ “МиГ-29”-ის ექსპლუატაციაზე

ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავები უარს აცხადებენ რუსული საჰაერო საშუალებებით ფრენაზე, კერძოდ “МиГ-29”-ის ექსპლუატაციაზე. ისინი თვლიან, რომ რუსული წარმოების თვითმფრინავებით ფრენა მათ საფრთხეს უქმნის. როგორც გამოცემა “Цензор.НЕТ” წერს, რუსულმა მხარემ ამასწინათ გაარემონტა რამდენიმე “МиГ-29”-ის ძრავა, თუმცა ბულგარულ მხარეს არ წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტები, რამაც მფრინავებში ეჭვი გააჩინა მათი არასაიმედო წარმომავლობის თაობაზე. ბულგარეთის სახელმწიფო რადიოს ცნობით, 24 ოქტომბერს სამხედრო მფრინავებმა გაფიცვა გამოაცხადეს და ჩაშალეს დაგეგმილი “სასწავლო გაფრენები”.

banner
წინა სტატიაშიიემენში მასშტაბური ქოლერა მძვინვარებს
შემდეგი სტატია28 ოქტომბერი – კომუნისტური პარტიის პირველი დამარცხების დღე (ვიდეო)