ბუბა კიკაბიძე სააკაშვილზე – პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, მოვარჩენთ და მივხედავთო

მიხეილ სააკაშვილი არ არის კარგად, ამას კითხვაც არ უნდა, თვალებზე ეტყობა, ჩაი დამალევინა და თავიდან ბოლომდე მომიყვა ყველაფერი – გატეხილი არ არის, ესაა მთავარი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბუბა კიკაბიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს მისი და უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრის შესახებ ესაუბრა.

კითხვაზე, არის თუ არა სააკაშვილი თანახმა, რომ უკრაინაში გადაიყვანონ, კიკაბიძე ამბობს – „არ მგონია“

„ვილაპარაკეთ იმაზე, ზელენსკი როგორ შემხვდა – ვუთხარი, შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანოთ, თორემ მოკლავენ. მითხრა – დღესვე დავიწყებ რეკვასო, იმის შემდეგ ჩამოვიდა სახალხო დამცველი, შემდეგ ადვოკატი. პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, ჩვენ მოვარჩენთ და მივხედავთო.

ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება ექნება. აქ ისეთი სისულელეები ხდება სასამართლოზე. ახლა ალბათ ბაიდენის კარადა რომ გავაღოთ, იქ შეიძლება 200 კოსტიუმი იყო. ჩვენს დაბალ დონეზე ლაპარაკობს ეს ყველაფერი“,- განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

banner
წინა სტატიაშიკონგრესმენი – ქართველი ხალხი შეუპოვარია და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ ვებრძოდით ტერორიზმს
შემდეგი სტატიასანამ “ნაციონალური მოძრაობა” დანაშაულს არ აღიარებს, შერიგებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება – თალაკვაძე