კონგრესმენი – ქართველი ხალხი შეუპოვარია და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ ვებრძოდით ტერორიზმს

ქართველი ხალხი შეუპოვარია და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ ვებრძოდით ტერორიზმს, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა აშშ-ში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„მოხარული ვარ ქართულ დელეგაციასთან შეხვედრით. ისინი საქართველოს ნამდვილი პატრიოტები არიან. ისინი ჩამოვიდნენ ვაშინგტონში, რათა გააძლიერონ ის სიყვარული და თბილი გრძნობა, რომელიც აქვს ამერიკელ ხალხს ჩვენი ძვირფასი მეგობრების, ქართველი ხალხის მიმართ. მსურს, სოლიდარობა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ. მქონდა შესანიშნავი ვიზიტები თბილისსა და გორში, საქართველო შთამბეჭდავი ქვეყანაა. ქართველი ხალხი შეუპოვარია და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ ვებრძოდით ტერორიზმს. ძალიან ნიჭიერი ქართველი ხალხი სარგებლის მომტანია აშშ-სა და საქართველოსთვის, “, – განაცხადა ჯო უილსონმა.

banner
წინა სტატიაში“ჰაერიდან მოტანილი თემაა” – თალაკვაძე ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაზე
შემდეგი სტატიაბუბა კიკაბიძე სააკაშვილზე – პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, მოვარჩენთ და მივხედავთო