ბრიუსელში დღეს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე იმსჯელებენ

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობები, ევროკომისიის შეფასება და ფორმალურ/პრაქტიკული ნაბიჯები ევროკავშირის წევრობისთვის – ბრიუსელში, ევროპული პოლიტიკის ცენტრში 3 ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე იმსჯელებენ.

ღონისძიებას ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორის მოადგილე, მაცეი პოპოვსკი გაუძღვება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხების განხილვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც 23 ივნისს ევროკავშირმა ოფიციალურად მიანიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს შემთხვევაში კი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

banner
წინა სტატიაშიპარტნიორებისგან მოწოდებული არტილერია მძლავრად ამუშავდა, ოკუპანტების დანაკარგები გაიზრდება – ზელენსკი
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონმა თემთა პალატის წევრებს დაუდასტურა, რომ „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს ოფიციალური პირების თანხლების გარეშე შეხვდა