პარტნიორებისგან მოწოდებული არტილერია მძლავრად ამუშავდა, ოკუპანტების დანაკარგები გაიზრდება – ზელენსკი

“როგორც იქნა, იგრძნობა, რომ მძლავრად ამუშავდა დასავლური არტილერია. იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, მისი სიზუსტე ისეთია, როგორიც საჭიროა. ჩვენი დამცველები ძალიან საგრძნობ დარტყმებს აყენებენ შემადგენლობებსა და სხვა წერტილებს. ეს არსებითად ამცირებს რუსული არმიის შეტევით პოტენციალს. ოკუპანტების დანაკარგები ყოველ კვირას მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას. გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უთხრათ ხალხს – ჩვენ მათთვის ვიბრძვით. ვიბრძვით მთელი სამხრეთისთვის, მთელი უკრაინული დონბასისთვის. იქ ახლა სასტიკი სისხლის ღვრაა, სლავიანსკთან და ბახმუტთან. ჩვენ ვიბრძოლებთ ხარკოვისთვის. ” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და მიიღოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში
შემდეგი სტატიაბრიუსელში დღეს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე იმსჯელებენ