ბრიტანეთის მთავრობა კერის ისრაელში წარმოთქმული სიტყვის გამო აკრიტიკებს

ბრიტანეთის მთავრობამ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ისრაელის არსებულ ხელისუფლებას ყველაზე ულტრამემარჯვენე უწოდა ქვეყნის ისტორიაში – წერს Reuters-ი.
“ჩვენ ვთვლით, რომ დაუშვებელია მოკავშირე-ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გაკრიტიკება” – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერის პრეს-მდივანმა. სახელმწიფო დეპარატმენტში განაცხადეს, რომ ისინი დაუნინგ-სტრიტის მსგავსი კომენტარით გაოცებულები არიან.

28 დეკემბერს ჯონ კერმა თქვა, რომ თელ-ავივი ახლო აღმოსავლეტში მშვიდობას საფრთხეს უქმნის იმით, რომ მდინარე იორდანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშენებლობებს იწყებს.
შეგახსენებთ, რომ გაერომ, რამდენიმე დღის წინ მიღებული სპეციალური რეზოლუციით, ისრაელს პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობები აუკრძალა, რამაც ისრაელის განრისხება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიქავთარაძის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიათურქეთის პარლამენტი ერდოღანს უფლებამოსილებას უფართოვებს