თურქეთის პარლამენტი ერდოღანს უფლებამოსილებას უფართოვებს

თურქეთის პარლამენტის პროფილურმა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელიც ქვეყნის მეთაურს უფლებამოსილებას უფართოვებს – თურქული სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს.
დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის პოსტის ნაცვლად იქნება ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. ქვეყნის მეთაურისა და ვიცე-პრეზიდენტის ხელში იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება.
გარდა ამისა, პარლამენტის დეპუტატების ასაკი 25-დან 18 წლამდე იცვლება, კანონმდებლების რაოდენობა კი 550-დან 600-მდე გაიზრდება.

1 დეკემბერს გავრცელდა, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, ქვეყნის შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები ქვეყნის მეთაურის უშუალო დაქვემდებარებაში გადავლენ. ახლა ისინი უმაღლესი სამხედრო საბჭოს ექვემდებარებიან.
ახლა კანონპროექტი პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდება.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის მთავრობა კერის ისრაელში წარმოთქმული სიტყვის გამო აკრიტიკებს
შემდეგი სტატიადუტერტემ ვეტმფრენიდან ხალხის გადმოყრის შესახებ თავისი ნათქვამი უარყო