ბრიტანეთის ელჩი: ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა დემოკრატიულ საზოგადოებაში აბსოლუტურად მიუღებელია
სხვა სტატიები
- “არჩევნებამდე სავარაუდოდ, იქნება ერთი ან რამდენიმე ცვლილება”- პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე
- გიორგი კანდელაკი: დედამიწის ზურგზე ვერაფერი ვერ უშველის ქართულ ოცნებას გარდაუვალი მარცხისგან
- ირაკლი ჩიქოვანი : საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში გავრცელებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი გამოეხმაურა:
„ადამიანი, რომელიც ასეთ ვიდეოებს ავრცელებს არის ბინძური და გულისამრევი. ვიმედოვნებთ სამართალდამცველები მას მიაგნებენ და საკადრის სასჯელს მისცემენ. ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა არის აბსოლუტურად მიუღებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და სრულიად შეუფერებელი ისეთი საზოგადოებისთვის, როგორადაც ქცევისკენ საქართველო მიისწრაფვის. ამ ისტორიის პოზიტიური მხარე ის გახლავთ, რომ ხელისუფლება საკითხს ძალიან სერიოზულად მიუდგა. შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ასე სწრაფად მოახერხა შესაბამისი ორგანოების წამყვან თანამდებობის პირებთან შეხვედრა და დამნაშავის მიკვლევის დავალება პირადად გასცა. არ ყოფილა მცდელობა თითის გაშვერისა და გადაბრალების. საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარემ ერთხმად დაგმო სამარცხვინო თავდასხმები ადამიანის პირად ცხოვრებაზე. სწორედ ასეთი ერთიანობა და სოლიდარობა მაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ამ ინციდენტის ერთადერთი დაზარალებული თავად გამავრცელებელია. მე მხარს ვუჭერ ხელისუფლების მცდელობას, რომ გამოიძიოს ეს შემთხვევები“- განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.