ლაშა ბერულავა: პირი, რომელიც იყო დარეგისტრირებული როგორც youtube-ზე , ასევე ფეისბუქზე არის დაბლოკილი

აფხაზეთის ხმის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ლაშა ბერულავას დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დასრულდა. ჟურნალისტი საგამოძიებო უწყებაში დღეს დილით გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით დაიბარეს. ლაშა ბერულავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვისი ფეისბუქის გვერდზეც გამოაქვეყნა გამავრცელებელმა ვიდეოს ბმული. მომხდარის შესახებ ბერულავამ დაუყოვნებლივ აცნობა საგამოძიებო უწყებას. ჟურნალისტის თქმით, სამართალდამცავებმა მისი პირადი კომპიუტერიდან გადაწერეს მონაცემები, რომელიც მათ სავარაუდოდ იმ პირის იდენტიფიცირებაში დაეხმარება, რომელმაც სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ატვირთა.

„დაათვალიერეს ჩემი თანდასწრებით და ჩემივე თანხმობით ჩემი ლეპტოპი და გადაიწერეს ის მონაცემები, რომელიც სავარაუდოდ მათ დაეხმარება გამოძიებაში და იმ პირის იდენტიფიცირებაში, თუმცა გამოკითხვის პროცესში აღმოვაჩინეთ , რომ ის პირი, რომელიც იყო დარეგისტრირებული როგორც youtube-ზე , ასევე ფეისბუქზე არის დაბლოკილი,“-განაცხადა ლაშა ბერულავამ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის ელჩი: ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა დემოკრატიულ საზოგადოებაში აბსოლუტურად მიუღებელია
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლება ვერ აიღებს პასუხიმგებლობას ამ კადრების შექმნაზე და გავრცელებაზე