ბრიტანეთი – უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ბრძოლის ველზე რუსეთის მარცხს უკავშირდება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის ფრთოსან, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და ირანისგან მიღებულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ძირითადი მიზანი უკრაინის ენერგოგამანაწილებელი ქსელისთვის ფართომასშტაბიანი ზიანის მიყენებაა. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, იმის გამო, რომ აგვისტოდან რუსეთი ბრძოლის ველზე მარცხს განიცდის, მზად არის უკრაინის სამხედრო ობიექტებთან ერთად სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც გაანადგუროს.

banner
წინა სტატიაშიგანცხადება ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიავოლსკი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე – 400-მდე რეზოლუცია არსებობს, რომელსაც საქართველო უერთდება რუსეთთან დაკავშირებით