ბრეგაძე – პატიმარი ვერ იქნება საავადმყოფოში, როდესაც დასრულებულია მკურნალობა

საქარველოს ისუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებთ კიდევ ერთხელ განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა, იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან, რის გამოც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც ბრეგაძე ამბობს, ნერვიულობის ნიადაგზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის დროებით გადავადების შესახებ.

„19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნა გორში სამკურნალოდ, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის დასრულების შემდეგ მიღებული იქნება გადწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კანონიერ მოთხოვნას რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, შესაბამისად, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი გადაწყვეტილების დროებით გადავადების შესახებ. მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან და ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება დაწესებულებაში, როდესაც დასრულებულია მკურნალობა. პატიმრის გადაყვანის შეთანხმება ადვოკატებთან არ ხდება. პენიტენციურ სამსახურს ნორმა არ დაურღვევია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კითხვაზე, თუ რა პერიოდით გადაიდო სააკაშვილის გადაყვანის ღონისძიება, ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციებს გაივლიან და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ.

„ეს რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება ჩვენს კონსულტაციებზე სამედიცინო პერსონალთან და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იყოს გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნებს. ვინც არ დაემორჩილება, რა თქმა უნდა გადაყვანილი იქნება შესაბამისი წესით შესაბამის დაწესებულებაში. თუ ვინმე არ ემორჩილება კანონიერ მოთხოვნას, არსებობს კანონიერი საფუძველი იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად. ბუნებრივია, ნებისმიერი პირის მიმართ იქნება გამოყენებული კანონით გათვალისწინებული ღონისძიება. ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ, რაც გვექნება კონსულტაცია სამედიცინო პერსონალთან, გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშისაათის მოხსნის მიზნით, შევიდა ბადრაგის რამდენიმე წარმომადგენელი, ლოგინში ეჯაჯგურნენ და მოხსნეს იძულების გამოყენებით – გვარამია სააკაშვილზე
შემდეგი სტატიარატი ბრეგაძე:ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა სამედიცინო პერსონალმა შეიძლება იქ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება არის უბრალოდ სირცხვილი