საათის მოხსნის მიზნით, შევიდა ბადრაგის რამდენიმე წარმომადგენელი, ლოგინში ეჯაჯგურნენ და მოხსნეს იძულების გამოყენებით – გვარამია სააკაშვილზე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის პალატიდან გამოსულმა უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ მედიასთან დეტალურად წაიკითხა რა მოხდა გუშინ მესამე პრეზიდენტის პალატაში.

ნიკა გვარამიამ საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია, რომ ბადრაგის რამდენიმე წარმომადგენელმა მიხელ სააკაშვილის. ე.წ. პლასტიკის საათი ძალის გამოყენებით მოხსნა.

​უფლებადამცველის თქმით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რას სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პალატა დატოვა.

“სახალხო დამცველის წარმომადგენლის გასვლისთანავე საათის მოხსნის მიზნით, რომელიც რამდენიმე კვირაა უკეთია მიხეილ სააკაშვილს, შევიდა ბადრაგის რამდენიმე წარმომადგენელი, ლოგინში ეჯაჯგურნენ და მოხსნეს იძულების გამოყენებით საათი. ექიმი ანესთეზიოლოგი იყო უშუალოდ შემსწრე!- ვეთანხმები ნინო გოგორიშვილი!”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელმაც სწორედ მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის ხელმოწერით, ამონაწერი წაიკითხა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ გახდეს კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი
შემდეგი სტატიაბრეგაძე – პატიმარი ვერ იქნება საავადმყოფოში, როდესაც დასრულებულია მკურნალობა