ბრეგაძე: ჩვენი მოქალაქეებისათვის მაქსიმალურად გავზარდეთ სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალი

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სანოტარო მომსახურების არეალისა და ნოტარიუსთა რაოდენობის მუდმივი ზრდის შესახებ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, „სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობებისა და ფაქტების დადასტურების შესაძლებლობა იყოს ფართოდ ხელმისაწვდომი.

„სწორედ ამიტომ, ჩვენი მოქალაქეებისათვის მაქსიმალურად გავზარდეთ სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალი და დავამატეთ ახალი ლოკაციები“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა კიდევ რვა ადმინისტრაციულ ერთეულში; თანამდებობაზე დაინიშნა 14 ახალი ნოტარიუსი; ასევე, გაიხსნა ახალი ოფისი ნოტარიუსთა პალატის აჭარის წარმომადგენლობისთვის.

banner
წინა სტატიაშირატი ბრეგაძე: დასაქმებული პატიმრების რაოდენობა მუდმივად იზრდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, 23 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესს ვერ დაესწროს