“ბრძოლა გრძელდება! ჩვენ არ გვაქვს დრო, კუს ნაბიჯებით ვიაროთ”

ილიაუნის ბიზნეს სკოლის სტუდენტების გიორგი ქადაგიძეს ხვდებიან. შეხვედრა უნივერსიტეტის B კორპუსში მიმდინარეობს.

სტუდენტები უნივერსიტეტის შენობასთან აქცია-პერფორმანსს მართავდნენ. მათ ილიაუნის E კორპუსიდან მსვლელობით B კორპუსთან გადაინაცვლეს. სტუდენტები ბიზნეს სკოლის გაუქმებას აპროტესტებენ. ახალგაზრდები დეკანის თანამდებობაზე კვლავ გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვენ.

გიორგი ქადაგიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბრძოლა კვლავ გრძელდება.

„ამბობენ, რომ ეს ამბავი გადაგორდებაო, მაგრამ არაფერი არ გადაგორდება. ბრძოლა გრძელდება! ჩვენ არ გვაქვს დრო, კუს ნაბიჯებით ვიაროთ,“- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

სტუდენტები უნივერსიტეტში განხორციელებული რეფორმით უკმაყოფილოები არიან, რომელიც ბიზნეს სკოლის ნაცვლად ბიზნესის, განათლებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბათუმში 84 წლის ქალის ძარცვაში ბრალდებულები დააკავა
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი ეკონომიკის მინისტრის ხედვებზე – არის მიზნები და ეს მიზნები არის მკაფიო