გია ჟორჟოლიანი ეკონომიკის მინისტრის ხედვებზე – არის მიზნები და ეს მიზნები არის მკაფიო

„არის მიზნები და ეს მიზნები არის მკაფიო,“ – ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟლიანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოხსნება ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

დეპუტატმა ყურადღება საპენსიო რეფორმაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მინისტრის დღვანდელ გამოსვლაში სხვადასხვა მიმართულებით მკაფიო აქცენტები იყო დასმული.

„ჩვენ აქ დღეს მოწმენი ვართ ისეთი მიდგომის, წარმოდგენისა, რომელიც მნიშვნელოვნად, მე ვიტყოდი რადიკალურად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო მუდმივად საქართველოში გაბატონებული. აქ შემთხვევითი არ არის, რომ იყო კამათი, რატომ ეკონომიკური ზრდით არ ვიწყებთ და ასე შემდეგ. დიახ, ასე იყო, ეკონომიკური ზრდით ვიწყებდით და ვამთავრებდით, ოღონდ როგორ უნდა მომხდარიყო ეს ზრდა, რისთვის უნდა მომხდარიყო და რის ხარჯზე – არ იყო ნათქვამი. აქ ჩვენ ვხედავთ სხვა რამეს, არის მიზნები და ეს მიზნები არის მკაფიო. ეს არის სამუშაო ადგილები, ექსპორტი და ინვესტიციები, ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე დამყარებული ინვესტიციები“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

დეპუტატი საკუთარ გამოსვლაში განათლების საკითხებსაც შეეხო. „პროფესიული განათლების საკითხი ძალიან კარგია, რომ გამოყოფილია და არ არის ზოგადი ლაპარაკი, რომ განათლება კარგია, არამედ ეს არის საბაზო უნარების უზრუნელყოფა, კალენდარული პრიორიტეტი. ამავე დროს ეს მოითხოვს მთლიანად განათლებისა და მეცნიერული კვლევის სფეროს რადიკალურ ცვლილებას. ჩვენ ამას ვერ ხვედავთ, იმ წარმოდგენილ პრიორიტეტებში, დაგეგმვაში, რომელიც აქვს წარმოდგენილი სამინისტროს. მინდა, რომ ამ ახალ რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას ჰქონდეს საერთო სახელმწიფო პოლიტიკის ხასიათი, ხოლო კონკრეტულ მიმართულებებზე ალბათ სამუშაოა და ძალიან დიდი სიამოვნებით ვიმუშავებთ“, – აცხადებს ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაში“ბრძოლა გრძელდება! ჩვენ არ გვაქვს დრო, კუს ნაბიჯებით ვიაროთ”
შემდეგი სტატიასვირინგის ბრიტანელი ოსტატი ყურის და მკერდის მოჭრის და ენის გაჭრის გამო დამნაშავედ სცნეს