ბოკუჩავა: არ გამოვრიცხავ, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლამდე გომელაური გადადგეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ საქართველოში შარლ მიშელის ვიზიტამდე, ვახტანგ გომელაური გადადგეს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

“შარლ მიშელის ვიზიტი “ქართული ოცნებისთვის” მარტივი არ იქნება. მე არ გამოვრიცხავ, რომ მის ჩამოსვლამდე ბატონი გომელაური უკვე გადამდგარი იყოს. ივანიშვილი ეძებს განტევების ვაცს, რომ სისხლიანი ხელები შეაწმინდოს, რომელიც სინამდვილეში არის ღარიბაშვილის და ასევე ივანიშვილის, რომელიც პასუხისმგებელია ღარიბაშვილის ქმედებებზე, რომლის ბედსაც ის ერთპიროვნულად განკარგავს,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი თინათინ ბოკუჩავა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა დაგანვითარების ცენტრთან ერთად პრო ბონო ვებინარი გამართა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ – შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია