ბოკერია: ვარდების რევოლუციის ყველა მონაპოვარი, ივანიშვილის რეჟიმის წყალობით, საფრთხეშია

“ვარდების რევოლუცია დამოუკიდებლობის გამოცხადების, საბჭოთა კავშირის დანგრევის უბედნიერესი ამბის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. მოვლენა, რის დროსაც ქართულმა საზოგადოებამ შეძლო დიდი ნაბიჯის გადადგმა ამ პოსტ-საბჭოთა ჭაობიდან თავისუფლებისკენ, საკუთარი ბუნებრივი ადგილისკენ სამყაროში, ნორმალური ქვეყნის მშენებლობისკენ, მაგრამ რომელმაც ბოლომდე ვერ გაგვიყვანა თავისუფლების სამშვიდობოს და ამ ყველა მონაპოვარს დღეს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დიდი საფრთხე ემუქრება.

ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ამ დღის გახსენებისას და, ზოგადად, მობილიზება საზოგადოების იმ ნაწილისა, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის თავისუფლების და მომავლის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რაც ვარდების რევოლუციამ დაიწყო და რაც არ უნდა დავუშვათ, არის ის, რომ ამ ქეყნის თავისუფლების იდეის მტრებმა ჩვენც ჩაგვითრიონ ამ მორევში, რომ გადავუხვიოთ იმ იდეალებს, რის გამო და რისთვისაც მოხდა ვარდების რევოლუცია”, – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია რევოლუციის მე-18 წლისთავს.

banner
წინა სტატიაშიგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 22 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 9 594 ადამიანი აიცრა