გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 22 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

22 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე ექვსი თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება უფასოდ შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ პოლიკლინიკებს.

ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.

„აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს პირველ არხს ცენტრის წარმომადგენელმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, პირველი დეკემბრიდან გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება ისევ მხოლოდ რისკჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონისთვის სახელმწიფომ რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი დოზა ვაქცინა შემოიტანა. ვაქცინები ასევე შეისყიდა კერძო სექტორმა.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას სილა გაულაწუნა სახეში – ნიკა სიმონიშვილი
შემდეგი სტატიაბოკერია: ვარდების რევოლუციის ყველა მონაპოვარი, ივანიშვილის რეჟიმის წყალობით, საფრთხეშია