ბოკერია – მოვედით, რომ მოვუსმინოთ პრეზიდენტს, რამე ხომ არ არის ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით ან ვერ ვხედავთ

„ამ მომენტში ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. მოვუწოდებდი ყველას, რომ ტყუილად ოპტიმიზმი, სანამ ამის საფუძველი არ გამოჩნდება, არ გამოხატონ, იმიტომ, რომ ეს მერე გამოყენებულია სამთავრობო პროპაგანდის მხრიდან რასაც უკვე ვხედავთ, როგორც მათი ძალის დემონსტრირება და პირიქით, ოპონენტების მხრიდან უძლურების დემონსტრირება.

თუ ვცდებით და მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ არსებობს წინაპირობები, კარგი იქნება და გაგვიხარდება, ოღონდ ამ მომენტისთვის ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს. მადლობელი ვართ მოწვევისთვის, მოვედით, რომ მოვუსმინოთ პრეზიდენტს, რამე ხომ არ არის ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით ან ვერ ვხედავთ. რაც ვიცით, იმაზე დაყრდნობით ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი – მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ხედვა ამ პროცესში რაიმე კონკრეტულ ჩარჩოში არ არის ჩაკეტილი
შემდეგი სტატიასამხარაძე – კელი დეგნანთან ვისაუბრეთ ე.წ. 3+3 ფორმატზე, რომელიც რეალობაში 2+3 ფორმატია