“ბიძინას მონობა არის თუ არა მთავარი დიპლომი?” – მოძრაობა “შეცვალე” თადუმაძისთვის კითხვების დასმას ითხოვს

მოძრაობა “შეცვალე” საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, შალვა თადუმაძისთვის, რომელიც პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესის ფარგლებში იმყოფება, კითხვების დასმის შესაძლებლობას ითხოვს. აქტივისტებს სურთ, მთავარ პროკურორს კითხვები მის დიპლომთან დაკავშირებით დაუსვან.

აქტივისტების ნაწილმა პარლამენტში შესვლა მოახერხა, ნაწილი კი პარლამენტში შესვლის მოლოდინშია. დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ბოლო დროს ხშირია შემთხვევა, როდესაც პარლამენტი მოქალაქეებს პარლამენტში შესვლის უფლებას უზღუდავს.

აქტივისტები აცხადებენ, რომ დიპლომთან დაკავშირებით თადუმაძის განმარტება მოისმინეს, თუმცა ვერაფერი გაიგეს და დამატებითი განმარტების მიღების შესაძლებლობას ითხოვენ.

პარლამენტში შესულმა აქტივისტებმა თადუმაძესთან დასასმელი კითხვები ამობეჭდეს და კარის ქვეშ შეცურებას ითხოვენ, რათა მათი კითხვები კომიტეტის სხდომაზე გაჟღერდეს.

“ბიძინას მონობა ყველაზე დიდი სტატუსი და დიპლომია?”- წერია ერთ-ერთ ფურცელზე.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, თუმცა ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა
შემდეგი სტატიათადუმაძეს ჯგუფელი გამოუჩნდა-“არაფერს, საერთოდ არაფერს მანდ არ ასწავლიდნენ”