ბიძინა ივანიშვილი: სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ვაკონტროლოთ ხელისუფლება

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა საზოგადობასთან ერთად მთავრობას მუდმივად რიგითი მოქალაქის სტატუსით გააკონტროლებს.

მისი თქმით, ბოლო 4 წელსა და მანამდე არსებულ მდგომარეობას შორის რადიკალური განსხვავებაა, ამიტომ საზოგადოებას არჩევანის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს, უკვე არჩეულ ხელისუფლებაზე კი კონტროლი საზოგადოებამ მუდმივად უნდა განახორციელოს.

“ინფორმაციულად მეც ვმდიდრდები რეგიონებში შეხვედრებზე, თუმცა წარმოდგენები მქონდა. ჩვენ ერთად უნდა გავითვალისწინოთ პრობლემები, შეცდომები. მე არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას. სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ვაკონტროლოთ ხელისუფლება. როდესაც არჩევნებში მონაწილეობ, პრეტენზია გვაქვს, რომ მოთხოვო ხელისუფელბას. ამიტომ, უნდაო მოვიდეს ამომრჩეველი არჩევნებზე, კონტროლის მექანიზმი არ უნდა დაიკარგოს“,-განაცხადა ივანიშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიჯაბა სამუშია: ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ხრუშოვკებს“ მალე ახალი შენობები ჩაანაცვლებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ძალიან ბევრი სამსახურისკენ არ იყურება, რომ სოციალური დახმარება არ დაკარგოს