ბიძინა ივანიშვილი „პატრიოტთა ალიანსზე“ – ვერ გავიგე მაგათი პლატფორმა რა უნდათ

”პატრიოტთა ალიანსის” პლატფორმა ვერ გავიგე, ვერ მივხვდი რა უნდათ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც ”პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობა შეაფასა.
”ვერ გავიგე მაგათი პლატფორმა, რა უნდათ, ტრადიციები და ქართული კულტურა ყველას გვიყვარს, ყველას მოგვწონს, თუმცა გადაჭარბებული და უტრირებული არაფერი ვარგა. ვერ გავიგე რეალურად, მოისმინონ და ჩამოაყალიბონ თავიანთი პლატფორმა თუ რა სურთ. პოზიტიურსაც ვიტყვი, ერთადერთი პარტიაა, ვინც ცდილობს ”ნაციონალური მოძრაობის” სწორად წარმოჩენას, სხვა პარტიები ხელისუფლებას ებრძვიან”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო „რუსთავი2“-ზე – ვფიქრობ, სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული იქნება დავის სამართლიანი გადაწყვეტილებისკენ
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის გაუქმება არ იგეგმება