ბიძინა ივანიშვილი: ნათელაშვილი ტიპური ყვარყვარეა

“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილი არის ტიპიური ყვარყვარე, რომელიც კომიკურობასთან ერთად არის უდიდესი სიბოროტისა და აგრესიის სიმბოლოა.

” ნათელაშვილი ტიპიური ყვარყვარეა. ყვარყვარე ცოტა კომიკური ტიპია, მაგრამ მხოლოდ კომიკურობაში ნუ ჩავრჩებით, ყვარყვარე კიდევ სიმბოლოა უდიდესი აგრესიის და უდიდესი სიბოროტის.

გვარამიას მთავარი გმირი გახდა ნათელაშვილი. ნათელაშვილი რომელიც კარგად ვიცით რომ ჯაშუშებისგან ფულს ირებდა, მერე დაჭერით ემუქრებოდნენ და სარდაფში იმალებოდა, ამის მერე ჩაიგორეს ხელებში და იმის მერე ათამაშებენ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“აუდიტორია 115” მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიათენგიზ გუნავა განცხადებას ავრცელებს