ბიძინა ივანიშვილი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას – ევროპარლამენტარები

რეზოლუციის მიღების შემდეგ, ევროპარლამენტარებმა განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს, რასაც “ოცნების” ინიცირებული რუსული კანონი გამორიცხავს.

ევროდეპუტატებმა ისაუბრეს ჩანაწერებზე მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებისა და ივანიშვილის პერსონალური სანქცირების მოთხოვნაზე:

ანა ფოტიგა:

“ჩვენ ხმა მივეცით ძალიან მნიშვნელოვან რეზოლუციას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, კერძოდ კი პარლამენტში ხელახლა დაინიცირებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. ამ რეზოლუციაში შევიდა ჩემს მიერ შედგენილი ორი ცვლილება, ერთი ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საკმაოდ საეჭვო გარემოებების გამო იმყოფება ციხეში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთების საგანია. მეორე ცვლილება ეხება საქართველოს ერთადერთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე და რომელიც, ჩვენი რეკომენდაციით, უნდა დასანქცირდეს.”

მირიამ ლექსმანი:

“მე მოხარული ვარ, რომ ეს რეზოლუცია იქნა მიღებული, რადგან საქართველოში უნდა იქნას დაცული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არის ის ღირებულება, რომელსაც ევროკავშირი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სამოქალაქო საზოგადოება იცავს მოქალაქეებს და ანიჭებს მათ ძალას, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული. ჩვენ ასევე გვიხარია, რომ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ჩვენს შესწორებებს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.”

ნატალი ლუაზო:

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველების მისწრაფებებს, ჩვენ ვიცით, რომ ისინი იბრძვიან დემოკრატიისთვის და გვახსოვს მშვიდობიანი რევოლუცია. ჩვენ გვინდა ვიხილოთ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული და ჯანმრთელი. მსოფლიოს ის სჭირდება. ჩვენ მეტი ადამიანი გვჭირდება ისეთი, რომელიც ტირანების წინააღმდეგ უკან არ იხევს. გარდა ამისა, არ შეიძლება, რომ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიილტვის, ყოფილი პრეზიდენტი ჰყავდეს ციხეში.”

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიაარჩევანის წინაშე დაგვაყენა ბიძინამ – ხაზარაძე