თბილისის საქალაქო სასამართლოში “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ბეჟან გუნავას საქმის განხილვა 18 ოქტომბრამდე გადაიდო. მოსამართლემ მხარეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და პოლიციას მტკიცებულებების წარმოსადგენად გონივრული ვადა მისცა.
ბეჟან გუნავამ ახალი მოწმეების დაკითხვის მოთხოვნა დააყენა.
ბეჟან გუნავა “პატროტთა ალიანსის” აქციაზე, 20 სექტემბერს დააკავეს. საქმე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აღიძრა. სასამართლომ მას წვრილმანი ხულიგნობის მუხლი მოუხსნა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლი დაუტოვა.
ბეჟან გუნავა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აპირებს, სამართალდამცველებს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე უჩივლოს.