ბერნი სანდერსმა წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადებიდან ორ დღეში 6 მილიონი დოლარი შეაგროვა

დემოკრატი სენატორის შტაბმა წუხელ გვიან განაცხადა, რომ ონლაინ-შემოწირულობების პირველივე დღეს 6 მილიონი დოლარი შეაგროვა. აშშ-ს პრეზიდენტობისთვის ბრძოლის შესახებ გამოცხადებიდან პირველ 24 საათში მას ფინანსური დახმარება 200 ათასმა პირმა გაუწია. თანხა 1,5 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ გამოცხადებიდან პირველ დღეს მიღებული შემოწირულობა – “ამერიკის ხმა” წერს.
სანდერსის მონაცემები მოულოდნელი არ ყოფილა. წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც მისი ოპონენტი დემოკრატი ჰილარი კლინტონი იყო, მან 200 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.

banner
წინა სტატიაშიამირან სალუქვაძე: ვისაც გადარდებთ თი-ბი-სის რეპუტაცია და სიმტკიცე, სიჩუმეა წამალი
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – ვეკითხები იურიდიული კომიტეტის წევრებს, ვინც მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, თემიდას თვალი რატომ აქვს ახვეული, იცით?