ბერლინის პოლიცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ორშაბათს გააკეთებს

გერმანელი სამართალდამცველები ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ორშაბათს გააკეთებენ. ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ხანგოშვილი გერმანიაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა.

მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა ველოსიპედით გამვლელმა იმ დროს მიაყენა, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსმხელი დაკავებულია.

დღეს დილიდან ხანგოშვილის მკვლელობის ადგილზე მისი ახლობლები და ნაცნობები ყვავილებს დებენ.

ამ დროისთვის ხანგოშვილის საცხოვრებელ სახლთან გერმანელი სამართალდამცველები პატრულირებენ და ოჯახში მიმსვლელ პირებს ამოწმებენ.

40 წლის ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე მეთაური იყო. მისი სახელი და გვარი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროსაც ფიგურირებდა, რომელიც შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ახმედ ჩატაევთან ერთად მაშინდელი ხელისუფლების თხოვნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

2015 წელს ხანგოშვილი უცნობმა პირებმა თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მძიმედ დაჭრეს, რის შემდეგაც მან საქართველო მალევე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ვალდებულია იყოს ზეპარტიული
შემდეგი სტატიანასა კოსმოსში მომხდარ პირველ დანაშაულს გამოიძიებს