ნასა კოსმოსში მომხდარ პირველ დანაშაულს გამოიძიებს

ამერიკელი ასტრონავტის ენ მაკლეინის ყოფილმა მეუღლემ სამერ უორდენმა განაცხადა, რომ მის საბანკო ანგარიშზე არაკანონიერი შესვლა განხორციელდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან. ორი ქალის სამართლებრივ დავაზე, რომელიც კოსმოსში პირველი ჩადენილი დანაშაულია, 24 აგვისტოს The New York Times-მა დაწერა.

სამერ უორდენი აშშ-ს საჰაერო დაზვერვის გადამდგარი ოფიცერია. როცა მან შეამჩნია, რომ ვიღაც არაკანონიერად შედიოდა მის ანგარიშზე, მან ბანკს კომპიუტერის ლოკალიზაციის განსაზღვრის თხოვნით მიმართა. ბანკმა აღმოაჩინა, რომ კომპიუტერი ნასას აერონავტიკის ეროვნულ სააგენტოშია დარეგისტრირებული. უორდენმა მაკკეინს აშშ-ს ფედერალურ სავაჭრო კომისიაში უჩივლა.

მაკკეინმა, როცა ის დაბრუნდა დედამიწაზე, ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ ნამდვილად შეამოწმა უორდენის საბანკო ანგარიში, რომ დარწმუნებულიყო, რომ მას ნამდვილად საკმარისი თანხა აქვს იმისთვის, რომ მათი 4 წლის შვილის გაზრდა უზრუნველყოს.

ენ მაკკეინი აშშ-ს სამხედრო ძალების პოლკოვნიკია, მას ნასას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მანამდე, სანამ ასტრონავტი გახდებოდა, მაკკეინმა ერაყში 800 საბრძოლო საათი გაატარა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიბერლინის პოლიცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ორშაბათს გააკეთებს
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება – ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგი უშედეგო მცდელობაა