ბელორუსი ჟურნალისტი ბურაკოვი 20 დღიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს

ბელორუსი ჟურნალისტი ალექსანდრ ბურაკოვი სამშაბათს, 1 ივნისს, 20 დღიანი ადმინისტრაციული სასჯელის შემდეგ დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაანთავისუფლეს. მას “არასანქცირებულ ღონისძიებაში ხელმეორე მონაწილეობა” ედებოდა ბრალად. რეპორტიორმა თქვა, რომ იზოლატორი უფრო მეტად “სამხედრო ციხეს” გავს.
როგორც უფლებადამცველმა ორგანიზაციამ MayDay ტელეგრამ-არხზე გაავრცელა, გაანთავისუფლეს, ასევე, მეორე ჟურნალისტი ვლადიმირ ლაპცევიჩი. “იზოლატორის ტერიტორიიდან ისინი მილიციის ავტომანქანით გაიყვანეს, რომ იქ ნათესავებს და ჟურნალისტებს არ შეხვედროდნენ” – უფლებადამცველებმა თქვს.

ჟურნალისტი ყვება, რომ მის მიმართ რამდენჯერმე გამოიყენეს ძალა, ის იზოლატორის თანამშრომლებს შიდა განაწესის დაცვისკენ მოუწოდებდა, თუმცა მას არავინ უსმენდა, ამიტომ, “ერთადერთი რაც დარჩა, დამორჩილება იყო”.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აგვისტოს არჩევნების შემდეგ ბელორუსში საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა.
დაკავებულია ათასობით პირი, მათ შორის ჟურნალისტები. მიტინგებზე ძალოვანების მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და MasterCard-ის შეთავაზება ბიზნესს
შემდეგი სტატიაპოლონეთში ერთ კვირაში მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება