ბელგოროდში მცხოვრები რუსი მოხალისე ალექსანდრ დემიდენკო საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა

ქალაქ ბელგოროდში მცხოვრები რუსი მოხალისე ალექსანდრ დემიდენკო საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა.

სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გარდაცვლილის შვილს ეჭვი თვითმკვლელობაზე აქვს.

“ვფიქრობ, მამა თავად მოიკლა თავი, იმიტომ რომ ასეთი აქტიური და თავისუფლების მოყვარული ადამიანისთვის მომავალში შესაძლო პატიმრობის შესახებ ფიქრი აუტანელი იყო. მას ნახევარი წლის განმავლობაში, იზოლატორში, ოჯახის წევრებთან შეხვედრისა და თუნდაც წიგნების გარეშე ფსიქოლოგიურად კლავდნენ”. – ამბობს დემიდენკოს შვილი.

დემიდენკო 2022 წლის გაზაფხულიდან უკრაინელ დევნილებს ბელგოროდიდან უკრაინის საზღვრამდე მისვლაში ეხმარებოდა. არაერთ მათგანს ის დროებით საკუთარ სახლში იტოვებდა. 2023 წლის ოქტომბერში დემიდენკო უგზო-უკვლოდ დაიკარგა, როდესაც ასაკოვან უკრაინელ ქალს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა.

3 დღის შემდეგ სამართალდამცავებმა დემიდენკო სახლში მიიყვანეს და მისი საკუთრება გაჩხრიკეს. ცოლმა, რომელიც ჩხრეკის მომენტში სახლში იმყოფებოდა ქმრის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი შენიშნა. მოგვიანებით Telegram არხმა Можем объяснить დემიდენკოს ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც კაცის მთელს სხეულზე დალურჯებები ჩანს.

banner
წინა სტატიაშიარ შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებების სულისკვეთებას, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კანონპროექტი-გაერო რუსულ კანონზე
შემდეგი სტატია„9 აპრილი მუდმივად უნდა გვაძლევდეს სტიმულს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოს დამოუკიდებლობას ემუქრება ისეთი საფრთხეები, როგორიც დღეს აქვს“ -გიგი წერეთელი