„ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეებს თავიანთ დახლებთან ეტაპობრივად შეუშვებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის “ბავშვთა სამყაროსთან” მოვაჭრეების სიას ამოწმებენ და მათ თავიანთ დახლებთან ეტაპობრივად შეუშვებენ. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელის ცნობით, სეიფებში არსებული პროდუქცია, მათ შორის, ძვირფასეულობა, ხანძარს გადაურჩა.

„ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე გვიან ღამით 16 სამაშველო-სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. ცეცხლის ძირითადი კერების ლიკვიდირება ღამითვე მოხდა. ხანძრის სრულ ლიკვიდირებას მეხანძრეები დღეისათვის ვარაუდობენ.

banner
წინა სტატიაშიშტურმით ავიღებთ ჩვენს სეიფს – “ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები შენობიდან ნივთების გამოტანას ითხოვენ
შემდეგი სტატიახანძარი სიღნაღის რაიონში – კულტურის სახლს ცეცხლი გაუჩნდა