ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი „ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა“ გამოაცხადა.

კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 40 000 ლარს და მისი მიზანია თბილისსა თუ რეგიონებში არსებული ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა, ერთი მხრივ, ბავშვთა შემოქმედებით პროცესში ჩართულობის გაძლიერების,
მათი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისა და რეალიზაციის, ხოლო მეორე მხრივ, ქართული თეატრალური, საესტრადო და საცირკო მიმართულებებისათვის მომავალი პროფესიული კადრების მომზადებისთვის.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 50 000 ლარი და მის ფარგლებში დაფინანსდა 3 გამარჯვებული:

1. პროექტი „იავნანამ რა ჰქმნა?!“, განმახორციელებელი – შპს საბავშვო თეატრი „მეორე სახლი“. „მეორე სახლის“ დარბაზში გაიმართა სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა?!“;

2. პროექტი „ინტეგრაცია სცენიდან“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ საბავშვო თეატრი „ბიზა“. პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ვაჟა-ფშაველას პიესა „ტყის კომედია“, თეატრის პატარა მსახიობებმა კი პიესა
სპექტაკლად აქციეს. პროექტის შედეგად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში 13 სკოლიდან შეირჩნენ ბავშვები და მომზადდნენ სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად. „ტყის კომედია“ გაიმართა გარდაბნის, რუსთავის, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში;

3. პროექტი „თეატრი გვაერთიანებს“, განმახორციელებელი – შპს Art-Plaza. სოფელ ერგნეთში ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „ბოშები“ მიხედვით სპექტაკლი გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (კერძო სტუდიებს თეატრალური, საესტრადო, საცირკო ხელოვნების მიმართულებით). ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის
წარმოდგენა. უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს ინკლუზიურ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სპეციალური საჭიროების მქონე ან ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ბავშვების ჩართულობას.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 10 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge
ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 599 25 21 88 (სამუშაო საათებში).

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 28 ივნისისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების
ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

��
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh

��
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau

��
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/nJhCv4z

banner
წინა სტატიაშიპარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია საქართველოში ავსტრიის ელჩს – თომას მიულმანს შეხვდა
შემდეგი სტატიანიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა