“ბავშვი მეხვეწებოდა, დედა გადამარჩინეო” – ძლიერი სტიქია სოფელ ლემშვენიერაში

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

სტიქია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში – ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსავლის გარეშე დარჩნენ. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

მოვარდნილმა წყალმა სოფელ ლემშვენიერაში ვენახები და ბაღები, თითქმის, მთლიანად გაანადგურა. სოფელში რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო ელექტროენერგია. მოსახლეობას ბუნებრივი აირიც არ მიეწოდებოდა.

„მე და ბავშვი ვიყავით მარტო, კაცები არ იყვნენ სახლში. ბავშვი მეხვეწებოდა, დედა გადამარჩინეო. არაფერს არ მივაქციე ყურადღება, ბავშვზე მქონდა ყურადღება გადატანილი. ყველაფერი გამიფუჭდა,“ – განაცხადა დაზარალებულმა.

სტიქიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში მსხვიფეხა რქოსანი პირუტყვი და ფრინველი იმსხვერპლა.

„ყველაფერი დაიხოცა. ამდენი წიწილა მყავდა. ამდენი ქათამი. მთელი 30 წელია ამას ვაშენებთ და ბოლოს წყალმა წაიღო,“ – აცხადებენ ადგილობრივები.

banner
წინა სტატიაშისანზონაში ხანძარია-ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები
შემდეგი სტატიასანდრა როლოვსი: მიშა ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს