ბათუმში, მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

ბათუმში მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. ამასთან, აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება ნახევარ საათს გაგრძელდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მოჭიდავეები აჭარის მთავრობის შენობაში შესვლას და მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.დემონსტრანტები ამბობენ, რომ მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლაპარაკი რამდენიმე დღის წინანდელ შემთხვევაზე უნდოდათ, როცა აქციის 8 მონაწილე კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2000-2000 ლარით დააჯარიმეს.

ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ აქციები მშვიდობიანია, ვითარება კი პოლიციელების პროვოკაციების შემდეგ იძაბება.

“დღეს პოლიციის და სახელმწიფოს მოქმედებები ლოგიკას არ ექვემდებარება. ფაქტობრივად საბჭოთა კავშირში ვართ და რეპრესიული მანქანა ამუშავდა. 40 დღეა, აქცია მიმდინარეობს და სანამ პოლიცია არ აწყობს პროვოკაციას, მთელი საქართველო ხედავს, რომ აქცია არის მშვიდობიანი. რამდენიმე დღის წინ დააჯარიმეს მოჭიდავეები. მათ შეუზღუდეს გამოხატვის და შეკრებს თავისუფლება, მაშინ, როცა ამ რეგულაციების პირობებშიც ეს უფლება არ იზღუდება. ჯარიმას სიტყვიერი პროტესტი მოყვა და დაიწყო დაკავებების სერია”, – თქვა მირდატ ქამადაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია – თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ჰარცელისა და დეგნანის ქცევა, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობენ და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს
შემდეგი სტატიათენგო თევზაძე: “ქართული ოცნება” ეცდება სამართლიანი არჩევნების მიერ დაშვებული შეცდომა სამოქალაქო საზოგადოების დისკრეტიდაციისთვის გამოიყენოს’’