ბათუმში ე.წ. სახალხო გენინსპექცია შეიქმნა, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს შეისწავლის

ოპოზიციის განცხადებით, ბათუმში მათ ე.წ. სახალხო გენინსპექცია შექმნეს, რომელშიც პოლიტიკოსები და იურისტები გაწევრიანდებიან.

მათივე თქმით, „სახალხო გენინსპექცია“ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტებს შეისწავლის და მომხდარის მტკიცებულებებს პროკურატურას გაუგზავნის რეაგირებისთვის.

„ვხედავთ, ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმში მიმდინარე 24-საათიან აქციებს როგორ არბევენ ძალის არაპროპორციული გამოყენებით, ძალის გადამეტებით აკავებენ ჩვენი აქციის მონაწილეებს, რაც აშკარად გადადის უკვე მათი მხრიდან სამართალდარღვევაში. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, შეიქმნა სახალხო გენინსპექცია, რომელშიც გაწევრიანებული არიან როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე იურისტები, ადვოკატები. ნებისმიერი ურთიერთობისას მონიტორინგს გავუწევთ პოლიციის მიმართ ან პილიციისგან ჩვენ მიმართ ქმედებებს. მოხდება ფოტო-ვიდეომასალის გადაღება და თუ იქნება კონკრეტული ფაქტი პოლიციის მხრიდან სამართალდარღვევის, გადაცდომის, ძალის არაპროპორციული გამოყენების, ჩვენ განცხადებით მივმართავთ პროკურატურას“, -განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბონდო თევდორაძემ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – იმედი გვაქვს, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს
შემდეგი სტატიაგვახსოვდეს: უაფხაზეთოდ საქართველო რჩება თავისი ბუნდოვანი მომავლისაკენ უიმედოდ მზირალი!- წერს საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე თამაზ ხუბუა