გვახსოვდეს: უაფხაზეთოდ საქართველო რჩება თავისი ბუნდოვანი მომავლისაკენ უიმედოდ მზირალი!- წერს საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე თამაზ ხუბუა

,,აწუხებს თუ არა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სინდისის ქეჯნა მუდმივ სიჩუმეზე?,,

რვაწლიანი განხილვის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ რესპუბლიკური და მუნიციპალური პრივატიზაციის შესახებ“.აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა საყურადღებო აქცენტებს აკეთებს სოციალურ ქსელში ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ნატოს მინისტერიალის შედეგებთან დაკავშირებით, სადაც ვკითხულობთ:
„ჩემი აზრით, უაღრესად არათავსებადი(საქართველოს ინტერესებისათვის) მოცემულობების კონსტატაცია გვიწევს ბოლო დღეებში: ერთის მხრივ, ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული ნატო-საქართველოს ურთიერთობების არსებითი პაკეტის მიღება, რაც ნატო-ს სტრატეგიულ სამოქმედო პარადიგმაში საქართველოსადმი ყურადღებას, უდავოდ, კიდევ უფრო აძლიერებს; მეორეს მხრივ, სოჭის შეხვედრაზე რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მათი პრეზიდენტების, პუტინისა და ბჟანიას, მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება საერთო ეკონომიკური და სოციალური გარემოს დაკანონების შესახებ(ჩვენი ქვეყნის ანექსიის პროცესის მკვეთრი გააქტიურება).
დამეთანხმებით, რომ ასეთი პოზიტიური და ნეგატიური პოლიტიკური აქტების პარალელურ რეჟიმში აღქმის რესურსები კატასტროფულად იწურება( თუ, უკვე არ ამოიწურა!). ვფიქრობ, დადგა დრო, როცა დასავლური დემოკრატიული ღირებულებების დამცველმა საერთაშორისო სახელმწიფოებრივმა და საზოგადოებრივმა ძალებმა, საბოლოოდ გადაწყვიტონ, თუ სად მოიაზრებენ სუვერენული, რეალურად დამოუკიდებელი, ტერიტორიული მთლიანობააღდგენილი საქართველოს საბოლოო და, აწ უკვე, შეუქცევად ადგილს! ქვეყნის ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას უკვე არ აკმაყოფილებენ ჩვენი მეგობრების არაფრისმთქმელი და უკიდურესად გამაღიზიანებელი ,,შეშფოთებები”(არაფრად ვარგანან ისინი, ვინც მარტო თავიანთი თავისთვის ვარგანან!!!).
გვახსოვდეს: უაფხაზეთოდ საქართველო რჩება თავისი ბუნდოვანი მომავლისაკენ უიმედოდ მზირალი!“- აცხადებს თამაზ ხუბუა

banner
წინა სტატიაშიბათუმში ე.წ. სახალხო გენინსპექცია შეიქმნა, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს შეისწავლის
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურამ „ზღვის ჰოსპიტალზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა