„ბათუმს ახლა სჭირდება სწრაფი ნაბიჯები, რათა ეს რთული ვითარება გამოსწორეს“ – ვახტანგ კალოიანი

„ნებისმიერი მოცულობის წვიმაზე სხვადასხვა ქუჩაზე პრობლემებია, ეს არის თავმოუბმელობის, არაპროფესიონალიზმის და უპასუხისმგებლობის შედეგი.“ – განაცხადა ბათუმის „ევროპული საქართველოს“ და საერთო ოპოზიციის შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ვახტანგ კალოიანმა
„დღეს ბათუმში არის ძალიან დრამატული ვითარება წყალდიდობის გამო რეალურად ყველა ქუჩა დატბორილია, უზარმაზარი ზიანი მიადგათ მოქალაქეებს, როგორც კერძო მფლობელებს ისე სავაჭრო ობიექტებს ეს არის დრამატული ვითარება, ყველანი აუცილებლად უნდა ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების გვერდით, მერიამ და ინფრასტრუქტურულმა სამსახურებმა უნდა მოახერხონ მაქსიმალური მხარდაჭერა, რაღა ზიანი იყოს ნაკლები, ამის შემდეგ უნდა მოხდეს ზარალის აღწერა და ამ ზარალის მაქსიმალური კონპენსაცია, ბათუმში დღეს ნამდვილად დრამატული ვითარებაა ათასობით ჩვენი მოქალაქე არის ქონება დაზიანებული, მცირე ბიზნესია დაზიანებული ბათუმს ახლა სჭირდება სწრაფი ნაბიჯები, რათა ეს რთული ვითარება გამოსწორეს, ბათუმის ბიუჯეტმა 60 მილიონი დააბრუნა ცენტრალურ ბიუჯეტში, რომელიც იყო გათვალისწინებული ინფრასტრუქტურისთვის წლიდან წლამდე გაუაზრებელი ინფრასტრუქტურული მშენებლობების გამო წყალგაყვანილობის, დრენირების სისტემა, რომელიც ბათუმში მოწესრიგებული იყო წლიდან წლამდე უარესდება და ნებისმიერი მოცულობის წვიმაზე სხვადასხვა ქუჩაზე პრობლემებია, ეს არის თავმოუბმელობის, არაპროფესიონალიზმის და უპასუხისმგებლობის შედეგი.“ – განაცხადა კალოიანმა

banner
წინა სტატიაშისოფელ ფერიაში მეწყერმა სამი სახლი დააზიანა-დაშავდა ერთი ადამიანი
შემდეგი სტატიასტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების უკანონო მოსმენა მავნებლობა და დანაშაულია ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე – მამუკა ხაზარაძე