სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების უკანონო მოსმენა მავნებლობა და დანაშაულია ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებას და კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა.

მამუკა ხაზარაძე, სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებით სახელმწიფოს ინტერესები ზარალდება – “ეს საერთაშორისო სკანდალი უკვალოდ არ ჩაივლის. პასუხისმგებლობა სრულად ოცბების ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამით ზარალდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რეპუტაცია.”

“მას შემდეგ რაც სუსის ფაილები გავრცელდა და ნათელი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს უსმენენ, რამდენიმე განცხადება გავაკეთე.

კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადება და ელჩის დაბარება ბრუსელში, ხაზგასმით ადასტურებს ამ პრობლემის სიმძიმეს. საქართველოს საგარეო იმიჯი, ისედაც შელახული, ბოლომდე ჩამოიშალა. ეს მოვლენები გვაკარგვინებს პარტნიორებს, ჩვენი ხელისუფლების, ეს უგუნური საქციელი, უდიდეს ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. დაუჯერებელი და მავნებლურია ეს საქციელი, ერთის მხრივ ვითომ მიისწრაფოდე ევროპული ოჯახისკენ, დეკლარირებული გქონდეს 2024-ში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, დასავლურ ღირებულებებზე აპელირებდე და მეორეს მხრივ ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, საერთაშორისო კონვენციების უგულვებელყოფით, უკანონოდ უსმენდე და უთვალთვალებდე შენს სტრატეგჯულ პარტნიორებს, მეგობრებს და მათ წარმომადგენლობებს სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა და დანაშაული ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე.

ეს საერთაშორისო სკანდალი უკვალოდ არ ჩაივლის. პასუხისმგებლობა სრულად ოცბების ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამით ზარალდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რეპუტაცია.” – მამუკა ხაზარაძე

banner
წინა სტატიაში„ბათუმს ახლა სჭირდება სწრაფი ნაბიჯები, რათა ეს რთული ვითარება გამოსწორეს“ – ვახტანგ კალოიანი
შემდეგი სტატიათბილისის მერმა ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონში მცხოვრებ 47 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა