ბათუმის სასამართლო მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს განიხილავს

ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მსჯელობენ – ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს და ორ ყოფილ თანამდებობის პირს გამოძიება 1.4 მილიონის ლარის გაფლნგვას ედავება.

დღეს დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება სასამართლოს წინაშე. საბოლოო გადაწყვეტილება 24 დეკემბერს გახდება ცნობილი.

დაცვის მხარე ფიქრობს, რომ ბრალდება აბსურდულია და სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ გამოიტანს.

მერიის 7 მაღალჩინოსანი 7 მაის დააკავეს. 4 მათგანი რამდენიმე თვის წინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაში“ავიასანქციების გამო საქართველომ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო”
შემდეგი სტატიაშს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა