თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
როგორც კუპატაძემ აღნიშნა, მკვლელობის დროს ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
„ბარნოვის ქუჩიდან შემოვიდა შეტყობინება. ადგილზე მოსულ საპატრულო ეკიპაჟს გარდაცვლილი დახვდა 1993 წელს დაბადებული მანდილოსანი. მას აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. მიმდინარეობს მეზობლების გამოკითხვა“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
კუპატაძის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.