„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე პატიმრობა შეეფარდა

„არაფერი შეცვლილა, თუ არ გაუარესდა

“ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. “ბანკი ქართუს” საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებიან.

აღნიშნულ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას “ქართუ ბანკის” საქმეში სასამართლომ 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა
შემდეგი სტატია“ბოლო პერიოდში აქტუალიზებული პოლიტიკური და მორალური საკითხების “ჩამონათვალში” გულიანად არ ჟღერს აფხაზეთი”