ნიკა მელიას “ქართუ ბანკის” საქმეში სასამართლომ 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ამასთან, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა ის მიზეზები, თუ რის გამო გაჭიანურდა სასამართლო პროცესები. როგორც ხარჩილავამ აღნიშნა, გაჭიანურება სასამართლოს მიზეზით არ მომხდარა.

აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანმა ლევილის ქართველთა სასაფლაო და ლევილის ქართველთა მამული მოინახულა
შემდეგი სტატია„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე პატიმრობა შეეფარდა